MMA-ს პირველ ღონისძიებებში სპორტსმენები ხელთათმანების გარეშე გამოდიოდნენ რის გამოც ხშირი იყო ხელების და სახის დაზიანებები, სისხლდენა და სხვა ტრამვები. დღევანდელი წესებით სპორტსმენს უნდა ეკეთოს სპეციალური დამცავი ხელთათმანი, რომელიც კრივის ხელთათმანისაგან განსხვავებით ღია თითებიანი და გაცილებით თხელია. ხელთათმანები პირველად დამზადებული და შემოღებული იქნა იაპონური ორგანიზაცია Shooto-ს მიერ. MMA-ს ხელთათმანების წონა პროფესიონალებში 4 უნციას (113 გრამს) შეადგენს, ხოლო მოყვარულებში მეტი დაცვისათვის ცოტა მძიმეა და 6 უნციას (170 გრამს) აღწევს.
ხელთათმანების გარდა მამაკაცებისთვის აუცილებელია დამცავი ნიჟარა. რაც შეეხება კბილების დამცავ კაპს ის უნდა გაიკეთონ როგორც მამაკაცებმა ისე ქალებმა.
შეზღუდვები
შეზღუდვებში იგულისხმება:
ა) დროის შეზრუდვა
თანამედროვე MMA-ში მოქმედებს დროის შეზღუდვა რაც აუცილებელია დროში გაწელილი ორთაბრძოლების თავიდან ასაცილებლად. დღეისათვის MMA-ს თითქმის ყველა ორგანიზაციაში ორთაბრძოლა სამი რაუნდი გრძელდება, რომელთა ხანგრძლივობა ხუთი წუთია. ტიტულის მოსაპოვებელ ორთაბრძოლებში ორთაბრძოლა შეიძლება ხუთი რაუნდი გაგრძელდეს.
ბ) ცალკეული ილეთების აკრძალვა
თანამედროვე შერეულ ორთაბრძოლებში დაწესებულია გარკვეული ილეთების აკრძალვები. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც წესები კონტროლდება სპორტული კომისიების მიერ წესები უფრო მკაცრია და მეტ შეზღუდვებს შეიცავს ვიდრე ევროპასა და აზიაში. თითქმის ყველა ორგანიზაციაში აკრძალულია იდაყვებით დარტყმები ზემოდან ქვემოთ, თავში მუხლით ან ფეხით დარტყმა პარტერში მყოფ მოწინააღმდეგეზე, თავით დარტყმები და ა.შ. სხვადასხვა მიდგომების მიუხედავად არის აკრძალვები, რომლებიც მოქმედებს MMA-ს უკლებლივ ყველა ორგანიზაციაში ასეთი აკრძალვებია:
• კბენა;
• დარტყმა საზარდულის მიდამოში, ყელში, კეფაში, ხერხემალში;
• თვალების დაპოტვა;
• თითების დაჭერა და დაგრეხვა;
• პირის, ყურების და სხვა დაუცველი ადგილების დაზიანება.
წყარო: Guff.ge
No comments:
Post a Comment